საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მოგებიანი თანამშრომლობის განვითარებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში – ლაშა ჟვანია.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…